Baseline პროდუქტის ხაზი
უსადენო მოწყობილობები დაცვისა და ჭკვიანი სახლისთვის
აფრთხობს ქურდებს
თავიდან იცილებს ხანძარს
აჩერებს წყალის გაჟონვასა და დატბორვას
გაჩვენებთ კამერებით ვიდეოს
აკონტროლებს მოწყობილობებს
სახლის უსაფრთხოების სისტემა: მთავარი უპირატესობები
დაცვა და სიცოცხლის გადარჩენაც კი
საფრთხე ყოველთვის არ მოდის თავდამსხმელებისგან. ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემები დაგიცავთ საგანგებო სიტუაციებშიც, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, გაზის გაჟონვა ან საყოფაცხოვრებო ავარიები. სახლის უსაფრთხოების სისტემა გადაამოწმებს და შეგატყობინებთ მსგავს სიტუაციებს კვამლის, წყლისა და ნახშირჟანგის სენსორებით. უსადენო სიგნალიზაცია გაძლევთ საშუალებას მშვიდად დატოვოთ სახლი, რადგან სისტემა მომენტალურ შეტყობინებას გაწვდით. თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ შესაბამის ორგანოებს.
სულიერი სიმშვიდე
ბევრი ადამიანი გრძნობს შფოთვას, როდესაც დიდხანს ტოვებს სახლს. უსაფრთხოების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი აგვარებს ამ პრობლემას — შეგიძლიათ რეალურ დროში აკონტროლოთ თქვენი სახლი.
ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, თუ რატომ გჭირდებათ სახლის უსაფრთხოების სისტემა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ სახლის უსაფრთხოების სისტემების შესახებ, დაგვიკავშირდით ახლავე — მოხარული ვიქნებით ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს.
უსაფრთხოების სისტემა გაფრთხილებთ დანაშაულის შესახებ და ხელს უშლის მას
სახლის უსაფრთხოების სისტემა დროულად გაგაფრთხილებთ შეღწევის ან ვანდალიზმის მცდელობის შესახებ, მოძრაობის ან კარის/მინის ვიბრაციის სენსორების მეშვეობით. ასეთი უსაფრთხოების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს შეუძლიათ შეაშინონ პოტენციური დამნაშავეები და მოახდინონ პრევენცია. მიზეზი აშკარაა: ისინი დაფიქსირდებიან ვიდეომეთვალყურეობის კამერებზე და დანაშაულის მომენტში აღმოჩენილ იქნებიან სიგნალიზაციის სისტემით.


Ajax Systems — ევროპის ყველაზე ტიტულოვანი უსაფრთხოების სისტემა

წლის უსაფრთხოების სისტემა
უსაფრთხოება და ხანძრის რისკი

საუკეთესო ინოვაციური პროდუქტი
წლის უსაფრთხოების სისტემა
მოვლენების სია შეტყობინებების ქრონიკაში
მომენტალურად მიიღეთ ინფორმაცია განგაშის შესახებ push შეხსენებების, SMS ან ზარის საშუალებით
რეალურ დროში აკონტროლეთ მოწყობილობების მდგომარეობა
მიიღეთ შეხსენებები დაცვის ჩართვაზე და გამორთვაზე
დისტანციურად შეცვალეთ მოწყობილობების კონფიგურაციები

დახურული სივრცის დაცვა
მოძრაობის, გახსნისა და მინის მსხვრევის სენსორები საიმედოდ იცავს კარებსა და ფანჯრებს, საიდანაც შესაძლებელია შეღწევა შენობაში.
გარე დაცვის შესაძლებლობა
გარე მოძრაობის სენსორები აკონტროლებენ ეზოს ტერიტორიას და მყისიერად რთავენ განგაშს, როდესაც გამოჩნდება უცხო პირი.
დავაკვირდეთ დეტალურად, რას მიიღებთ, თუ გადაწყვეტთ შეიძინოთ სახლის უსაფრთხოების სისტემა საქართველოში Ajax Systems-ისგან.
ჰაბი: ეს არის სისტემის ტვინი, რომელიც უკავშირდება ყველა დანარჩენ მოწყობილობას Jeweller რადიო პროტოკოლით. ჰაბი უერთდება ინტერნეტს Ethernet-კაბელით ან SIM-ბარათით და გაძლევთ საშუალებას მართოთ და აკონტროლოთ სისტემა Ajax-ის აპლიკაციის მეშვეობით სმარტფონში ან პლანშეტში. ჰაბს აქვს სათადარიგო ბატარეა, რომ იმუშაოს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
სენსორები: ესენია სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციონალის მქონე მოწყობილობები, რომლებიც აფიქსირებენ და გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა მოვლენებზე, როგორიცაა კარების ან ფანჯრების გაღება, ადამიანების ან ცხოველების მოძრაობა, კვამლის, წყლის ან ნახშირორჟანგის აღმოჩენა. სენსორები მუშაობს ბატარეებით და მაგრდება ზედაპირზე წებოვანი ფენით ან ხრახნებით. სენსორები ინფორმაციას ჰაბს გადასცემენ Jeweller რადიო პროტოკოლით, რომელიც შიფრავს მონაცემებს და მდგრადია ხელის შეშლის მიმართ.
უსადენო სიგნალიზაცია და სირენები: ესაა მოწყობილობები, რომლებიც გამოსცემენ მკაფიო ხმებს და ნათებას საგანგებო სიტუაციის შესახებ ცნობისთვის ან/და პოტენციური დამნაშავეების შესაშინებლად. სირენები მუშაობს ბატარეებით ან ელექტროენერგიით და მაგრდება კედლებზე, ჭერზე, შენობის შიგნით ან გარეთ.
საგანგაშო ღილაკი: ეს არის პატარა, პორტატული მოწყობილობა, რომელიც ერთი შეხებით აფრთხილებს სისტემას საშიში სიტუაციის შესახებ. ღილაკი მუშაობს ბატარეით და შეიძლება ატაროთ ბეიჯად კისერზე, გასაღების შეკვრაზე ან ჯიბეში.
1. დანიშნულება და ადგილი, რომლისთვისაც ირჩევთ უსაფრთხოების სისტემას
ზუსტად უნდა იცოდეთ, რა და სად გსურთ დაიცვათ. მაგალითად, თუ გსურთ სახლის დაცვა ქურდებისგან, შეგიძლიათ აირჩიოთ სიგნალიზაციის სისტემა მოძრაობის სენსორებით და ვიდეომეთვალყურეობის კამერებით. თუ საჭირო ხდება ბიზნესის დაცვა უნებართვო წვდომისგან, შეგიძლიათ აირჩიოთ წვდომის კონტროლის სისტემა ბარათის წამკითხველებითა და ბარიერებით.
2. ბიუჯეტი და რესურსები
მაგალითად, თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, შეგიძლიათ შეარჩიოთ მარტივი და არაძვირი სისტემა, რომელიც არ მოითხოვს სადენებს და აბონენტურ გადასახადს. თუ საკმარისი სახსრები გაქვთ, შეგიძლიათ აირჩიოთ რთული, მაღალპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოითხოვს შესაბამის ინფრასტრუქტურას და პროფესიონალურ მონიტორინგს.
3. ფუნქციონალი და ოფციები
გაეცანით ფუნქციონალურ შესაძლებლობებს და ოფციებს, რომელსაც გთავაზობთ არჩეული უსაფრთხოების სისტემა, თქვენი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ გჭირდებათ დისტანციური წვდომა უსაფრთხოების სისტემაზე, შეგიძლიათ აირჩიოთ სისტემა უსადენო ან ინტერნეტ კავშირით; თუ გსურთ უსაფრთხოების სისტემის ინდივიდუალური კონფიგურაცია, შეგიძლიათ აირჩიოთ მოდულური და მასშტაბირებადი სისტემა, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ან წაშალოთ მოწყობილობები.
ხანძრის, კვამლისა და ნახშირორჟანგისგან დაცვა
Ajax Security Systems მომენტალურად რეაგირებს ხანძარსა და კვამლზე. CO-ზე ორიენტირებული სენსორი აკონტროლებს ნახშირორჟანგის დონეს ოთახში.

ციფრული ალგორითმი HazeFlow ამოწმებს კვამლის არსებიბას კიდევ ერთხელ განგაშის გაგზავნამდე
სენსორები მოწმდება როგორც კორპუსზე შეხებით, ასევე მობილური აპლიკაციით


Ajax სისტემა, როდესაც კონტაქტში შედის წყალთან, გადასცემს სიგნალს სწრაფი რეაგირებისთვის. სპეციალური სენსორი შექმნილია ოთახში ტენიანობის დონის გასაკონტროლებლად. სენსორი მდგრადია კოროზიის, წყლისა და მტვრის მიმართ.
მონტაჟისთვის ინსტრუმენტები არ არის საჭირო — საკმარისია სენსორების იატაკზე განთავსება.
მონტაჟისთვის ინსტრუმენტები არ არის საჭირო — საკმარისია სენსორების იატაკზე განთავსება.

ყოვლისმხილველი დაცვა
დამოუკიდებლად უპირისპირდება საფრთხეებს
ამარტივებს თქვენს ცხოვრებას
მთელი სახლი Full HD ფორმატში
Ajax-თან ერთდება ვიდეოკამერები, რომლებიც გადასცემენ ნებისმიერ მოვლენას შენობაში თქვენს სმარტფონზე. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ საფრთხესთან გამკლავებისას სისტემა გაცნობებთ მობილური აპლიკაციის საშუალებით.
გადასცემს ვიდეოს რეალურ დროში
მუშაობს პოპულარულ IP-კამერებთან

მონტაჟი – სუფთა და სწრაფი
Ajax უსაფრთხოების სისტემა შექმნილია კომფორტის გათვალისწინებით. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ სმარტფონი და ცოტა დრო, ჩვენგან კი მოვა სპეციალისტი პატარა ინსტრუმენტების კონტეინერით. თუ შეიცვლით ადგილმდებარეობას Ajax-იც თქვენთან ერთად იქნება მისი პორტატულობიდან გამომდინარე.

სენსორები უკავშირდება სისტემას რამდენიმე დასკანერებით QR-კოდების საშუალებით
მოწყობილობების დაშლა მონტაჟამდე არ არის საჭირო
ბატარეები და სამონტაჟო ელემენტები სისტემაში უკვე დევს
ბევრი უსაფრთხოების სისტემა ასეთ დეტალურ კონტროლს არ ახორციელებს ტერიტორიაზე, რომლის დაცვაც ევალება. თუ რაიმე სახის ხარვეზი ან წინააღმდეგობა იქნება აღმოჩენილი, ერთი წამის განმავლობაშიც კი მიიღებთ შეტყობინებას.
სათადარიგო ბატარეა
ელექტროენერგიის არარსებობის შემთხვევაში, 16 საათამდე ავტონომიური მუშაობა
მოწყობილობის აუტენტიფიკაცია
სენსორების ჩანაცვლება შეუძლებელია
სიხშირის ჰოპინგი
ცვლის სიხშირეებს, რათა წინ აღუდგეს ჩახშობასა და ხმაურს

რადიოგადაცემის დაშიფრვა
უზრუნველყოფს 16 საათამდე ავტონომიურ მუშაობას, თუ გამოირთო კვება
ოთხი საკომუნიკაციო არხი
განგაშის გასაგზავნად სისტემა იყენებს Ethernet-ს, 2G-ს, 3G-ს ან Wi-Fi-ს
სენსორების რეგულარული მონიტორინგი
მოწყობილობები ადასტურებენ ფუნქციონირებას, ყოველ 12 წამში ერთხელ მაინც ახორციელებენ ანგარიშის წარდგენას ჰაბთან
რეგულარული კავშირი ღრუბლოვან სერვერთან რეალურ დროში. სრულყოფილი ანგარიშგება მუშაობასა და საფრთხეებზე თქვენს სმარტფონზე.
ნაგულისხმევად ჩართულია თითოეულ Ajax სისტემაში
push-შეტყობინებები ინციდენტებსა და მოვლენებზე
სენსორების 24/7 თვითდიაგნოსტიკა
საფრთხის გამოვლენა და სწრაფად შეტყობინება თქვენს სმარტფონზე.
ყოველთვიური გადასახადი მობილური ოპერატორისთვის
SMS ინციდენტებსა და მოვლენებზე
ზარი თქვენს ნომერზე განგაშის შემთხვევაში
თუ აღმოჩნდება საფრთხე, Ajax, პატრონის გაფრთხილებასთან ერთად, აგზავნის განგაშის სიგნალს დაცვის კომპანიის პულტზე.
ყოველთვიური გადასახადი დაცვის კომპანიაზე
პირდაპირი კავშირი დაცვის პულტთან
სწრაფი რეაგირების ჯგუფის გასვლა
