ავტომატიზაცია

Ajax გთავაზობთ თანამედროვე ავტომატიზაციის გადაწყვეტებს, რომლებიც გათვლილია ინტერნეტის და უსადენო ტექნოლოგიების ეპოქაზე. ისინი გაძლევენ საშუალებას დისტანციურად მართოთ და აკონტროლოთ სახლი. Ajax-ის მობილური აპლიკაციით შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ელექტრონული მოწყობილობები, გააკონტროლოთ ენერგომოხმარება, მიიღოთ შეტყობინებები პრობლემების შესახებ და სხვა მრავალი ფუნქცია გამოიყენოთ.

იყენებს უსადენო კავშირს

იცავს მოწყობილობებს მოკლეჩთვით გამოწვეული დაზიანებისგან

ასრულებს სცენარებს

მართავს ელექტრონულ მოწყობილობებს

ითვლის ენერგომოხმარებას

$59,47

ასრულებს სცენარებს

დისტანციურად სამართავი სიმძლავრის რელე

ითვლის ენერგომოხმარებას

$34,69

ასრულებს სცენარებს

მუშაობს იმპულსურ და ბისტაბილურ რეჟიმებში

დაბალი დატვირთვის დისტანციური მართვის რელე მშრალი კონტაქტებით

$34,69

რა არის ჭკვიანი როზეტი?

Ajax Socket — ეს არის დისტანციურად სამართავი ჭკვიანი როზეტი, აღჭურვილი ენერგომოხმარების მაჩვენებლის ინდიკატორით. მისი გამოყენება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამართავად, რომლის გამორთვა/ჩართვა ხორციელდება მობილური აპლიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, მას აქვს ჩაშენებული დაცვა გადატვირთვისგან, ასევე LED-სანათის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს იმ მოწყობილობის „ბატარეის“ დონეს, რომელიც როზეტშია შეერთებული.

როგორ მუშაობს ჭკვიანი როზეტი განსხვავებით ჩვეულებრივი როზეტისა?

ჭკვიანი როზეტი შეიძლება დაერთდეს Ajax-ის უსაფრთხოების სისტემაზე და მუშაობს 1000 მეტრამდე დისტანციაზე (ბარიერების გარეშე). მოწყობილობის მუშაობა არ არის დამოკიდებული Wi-Fi-ზე, ასე რომ, ჭკვიანი როზეტი აგრძელებს მუშაობას, თუნდაც ინტერნეტთან კავშირი შეწყდეს.

საჭიროა თუ არა თქვენთვის Ajaxის ჭკვიანი როზეტი?

Wi-Fi-ს მქონე ჭკვიანი როზეტი იცავს მოწყობილობებს ელექტროქსელის პრობლემებისგან. როზეტი ავტომატურად თიშავს დენს, თუ ძაბვა აჭარბებს დასაშვებს ან დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე, თუ დენის პარამეტრები დაირღვა ან მოწყობილობა გადახურდა.
ამ მოვლენების შესახებ ყველა შეტყობინება იგზავნება SMS-ით ან სმარტფონზე განგაშის სახით. ასევე გათვალისწინებულია „ბავშვთა დაცვა“, რომელშიც სპეციალური საცობები ფარავს კონტაქტებს, ხელს უშლის ბავშვებს უცხო საგნების როზეტში მოთავსებაში და იცავს მოწყობილობას მტვრისა და წყლის შხეფებისგან.

რა არის ჭკვიანი რელე?

უკაბელო ჭკვიანი რელე Ajax Relay გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკის დისტანციურად სამართავად. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა დისტანციურად ჩართოთ/გამორთოთ 7-24 V კვების წყაროზე დამაკავშირებელი ტექნიკა, რომლის საერთო სიმძლავრე 3 კვტ/სთ-მდეა. შეიძლება იმუშაოს როგორც ღილაკის, ისე ჩამრთველის ფუნქციით.

რით განსხვავდება სტანდარტული რელე ჭკვიანი რელესგან?

ჩვეულებრივ რელეს აქვს მარტივი, ხელით სამართავი ფუნქცია — ჩართვა/გამორთვა ინტერნეტის გარეშე. ჭკვიანი რელე კი გაძლევთ შესაძლებლობას დისტანციურად მართოთ 1000 მეტრამდე მანძილზე შეერთებული მოწყობილობები აპლიკაციის დახმარებით.

რატომ გჭირდებათ ჭკვიანი რელე?

ჭკვიანი რელეს გაფართოებული ფუნქციები გაგათავისუფლებთ ზედმეტი საზრუნავისგან და გაამარტივებს მის გამოყენებას ინტერნეტის საშუალებით. ჭკვიანი რელე შეიძლება აყენებდეს ჩართვა/გამორთვის გრაფიკს განსაზღვრულ დროსა თუ დღეებში, აქვს გარე ანტენა სიგნალის უკეთ მიღებისთვის და ინახავს კონფიგურაციებს დენის გათიშვის შემთხვევაშიც.

რა არის Ajax WallSwitch?

Ajax WallSwitch — ეს არის კონტროლერი, რომელიც საშუალებას იძლევა დისტანციურად ჩართოთ/გამორთოთ 3 კვტ/სთ-მდე სიმძლავრის მქონე მოწყობილობები. მისი გამოყენებით შეგიძლიათ აკონტროლოთ ჩართული მოწყობილობების ჯამური ენერგომოხმარება მობილური აპლიკაციის ან ვებ-ბრაუზერის მეშვეობით.

რა ფუნქციები აქვს Ajax WallSwitch?

  • აკონტროლებს შეერთებული მოწყობილობების ენერგომოხმარებას;
  • აჩვენებს ინფორმაციას მიმდინარე სიმძლავრის-ხარჯსა და ქსელში არსებულ ძაბვაზე;
  • იცავს დენის დასაშვები მოცულობის გადაჭარბებისგან;
  • აჩვენებს მოწყობილობის ტემპერატურულ მონაცემებს.